ლაშა ტუღუში: აუცილებელია მედიაგაერთიანებებმა სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოლოთ

ლაშა ტუღუში: აუცილებელია მედიაგაერთიანებებმა სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოლოთ

ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდასაჭერ აქციაზე პროკურატურის შენობასთან „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუშიც იმყოფებოდა.

ტუღუშის განცხადებით, აუცილებელია მედიასაშუალებებმა სიმართლე თქვან და სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოლონ.

„სამართლიანობის აღდგენის მიზნით შევიკრიბეთ და იმ უკანონო გადაწყვეტილებებს ვაპროტესტებთ, რომელიც  საქართველოს ხელისუფლებამ „მაესტროსთან“ მიმართებაში მიიღო. ვფიქრობ, ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია კანონი და თან არა ერთი, არამედ რამდენიმე, დაარღვია ასევე კონსტიტუცია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს - ხელისუფლებამ აღიაროს, დაინახოს ის არასწორი ნაბიჯები, რომელიც მან გადადგა და „მაესტროს“ მისი კანონიერი ქონება დაუბრუნოს, რათა საზოგადოებას რეგიონებშიც ჰქონდეს საშუალება უყუროს იმას, თუ რა ხდება საქართველოში“, -განაცხადა ტუღუშმა.