Corriere della Sera-ს ინფორმაციით, მეორე დღეა იტალიის ტყეები იწვის. კუნძულ სიცილიაზე თვითმფრინავები და ვეტმფრენებია ამ წუთებშიც აქრობენ ხანძარს. კუნძულ სარდინიაზე კი ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა ქალაქ სან- ტეოდოროდან 700 ადამიანის ევაკუაცია მოეხდინა. სარდინიის სხვა ქალქებშიც ხანძარს საჰაერო და სახმელთო ტრანსპორტის საშუალებებით ებრძვიან.
ძლიერმა ქარმა ხანძარი კიდევ უფრო გააძლიერა და ტყეებიდან ახლომდებარე სოფლების სახლების სახურავებსაც მოედო. იტალიის ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის სამხრეთ იტალიაში ხანძრის 33 კერა არსებობს.