იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონემ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი ხმაურით აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ამის დასტურად მან იტალიელი ტიფოზების საყვარელი შეძახილი Forza Italia გამოიყენა, რომელსაც მილიონობით იტალიელი გულშემატკივარი სტადიონებზე ყვირის.
ბერლუსკონეს პარტიამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი, მას თავდაპირველად „Forza Italia“ ერქვა, შემდეგ იგი 2009 წელს დაარსებულ Il Popolo della Liberta'-„თავისუფლების ხალხს“ შეუერთდა და სახელიც გადაერქვა.
დღეისთვის „თავისუფლების ხალხი“იტალიის პარლამენტის ქვედა პალატაში 630-დან 210 ადგილის მფლობელია, ამავე დროს ყოფილი პრემიერმინისტრის პარტია შედის Lega Nord -ში, ე.წ „ჩრდილოეთ ლიგაში“, რომელიც რამდენიმე დღის წინ მაქინაციებში დაადანაშაულეს.
სკანდალური სილვიო ბერლუსკონე იტალიური ვალუტის დაბრუნებით და იტალიის ეკონომიკის ევროზონისგან დამოუკიდებლობის პროგრამით აპირებს არჩევნებში გამარჯვებას.