ვანო მერაბიშვილის ორდღიანი ვიზიტი ბაქოში

ვანო მერაბიშვილის ორდღიანი ვიზიტი ბაქოში

საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა. ვანო მერაბიშვილისთვის პრემიერის რანგში ეს პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში.

როგორც აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები აცხადებენ, ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. პრემიერი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. მოხდება მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარების შესახებ.