კოკისპირულმა წვიმებმა იაპონიაში, რომელიც რამდენიმე დღეა გრძელდება, 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 5 500 ადამიანი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. კუნძულ კიუსიუზე საცხოვრებელი კვარტლები, უბრალოდ წყალშია ჩაძირული.
სოფლებისკენ მიმავალი გზები ჩანგრეულია და ათასობით ადამიანი გარესამყაროს მოწყვეტილია.
იაპონიის ხელისუფლებამ ფუკუსიმას, საგას, ოიტასა და კუმამოტოს პრეფექტურის მაცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლების დატოვება ურჩია. ევაკუაციის ზონაში 400 000 ადამიანია მოხვედრილი. მეტეოროლოგთა განცხადებით, რამდენიმე დღეში წვიმები ისევ შეიძლება განმეორდეს.