მამუკა ღლონტი: ახლა ყველაფერი მედიის ერთსულოვნებაზეა დამოკიდებული

მამუკა ღლონტი: ახლა ყველაფერი მედიის ერთსულოვნებაზეა დამოკიდებული

 

„მაესტროს“ თეფშების დაყადაღებასთან დაკავშირებით პროკურატურის შენობასთან დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა აქცია გამართეს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორის, მამუკა ღლონტის განცხადებით, პროკურატურას მაესტროს თეფშები დაყადაღებული აქვს, შესაბამისად მათ რეგიონებში მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალება არ აქვთ.

გამომდინარე აქედან, ღლონტის თქმით, ტელეკომპანია მაესტროს არ ეძლევა საშუალება გააფართოოს ქსელი და უფრო მეტი აბონენტი თუ მაყურებელი შეიძინოს.

„მივიჩნევ, რომ ეს მხოლოდ მაესტროს პრობლემა არ არის. ეს არის მთელი მედიის პრობლემა. ჩვენ ყოველ დილით ტელეეთერში გვქვს პრესისი მიმოხილვა და „მაესტროს“ მეშვეობით პრესაც შედიოდა თითოეულ ოჯახში. შესაბამისად, თუ მეტი მედია საშუალება გაერთიანდება, როგორც ეს ფოტოკორესპოდენტების შემთხვევაში მოხდა, შედეგს მივაღწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფაქტს ხელისუფლება ბიზნესისა და პროკურატურის კერძო დავაში განიხილავს“,- განაცხადა ღლონტმა და დასძინა, რომ ეხლა ყველაფერი მედიაზე და მათ ერთსულოვნებაზეა  დამოკიდებული.