რუსეთი მიიჩნევს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არასოდეს დაბრუნდება

რუსეთი მიიჩნევს, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არასოდეს დაბრუნდება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ ეს სენსაციური განცხადება ერევანში სტუმრობისას გააკეთა.

„მთელს მსოფლიოში ესმით, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში ვერასოდეს დაბრუნდება, თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლებაში დღეს არ არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ განცხადებას გააჟღერებენ“,-აღნიშნა მატვიენკომ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს პრესსამსახურმა მატვიენკოს განცხადებასთან დაკავშირებით, სპეციალური მიმართვა გაავრცელა.  

„სომხეთის ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებების მიერ ვალენტინა მატვიენკოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ რუსეთს სურს მთიანი ყარაბაღის პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.კონფლიქტის  მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო სამართლის ნორმები და იმოქმედონ გაეროს რეზოლუციის თანახმად.  კონფლიქტის გადაწყვეტაში გათვალისწინებულ უნდა იყოს როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის ინტერესებიც და მხარეები უნდა შეთანხმდნენ პრინციპებზე-ძალის გამოუყენებლობაზე, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, აგრეთვე გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხალხის თვითგამორკვევის გამოხატვის სურვილი“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.