შპს "მენეჯმენტ სერვისის" მმართველობაში მყოფ ბათუმის დელფინარიუმის ახალ დირექტორად ბათუმის საკრებულომ გელა ბოლქვაძე დაამტკიცა.
გელა ბოლქვაძე "ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის" დირექტორი იყო. თუმცა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ის თანამდებობიდან გადააყენეს და ახალ თანამდებობაზე - ბათუმის დელფინარიუმის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნეს.
დელფინარიუმის ყოფილი ხელმძღვანელის ნატალია ზოიძის თქმით, ბათუმის დელფინარიუმის დამფუძნებელი ქალაქ ბათუმის მერიაა, ობიექტის მართვას კი 2011 წლის 18 მაისიდან მართვის კომპანია "მენეჯმენტ სერვისი"ახორციელდებს. დელფინაირუმის თანამშრომლები ხელფასს "ქართუ ბანკის" ბარათებით იღებდნენ.
ბათუმის დელფინარიუმში სახელმწიფო დღეს დაცვის პოლიცია შევიდა. როგორც ნატალია ზოიძემ აცხადებს, ის კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და აქვს თუ არა რაიმე პოლიტიკური სარჩული მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას, ჯერ არ იცის.