NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ შესაბამისი კვლევის შედეგები NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
გამოკითხულთა 29% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, 12%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, რესპოდენტთა 13%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
აღნიშნულის გარდა, რუსეთის საკითხზე, კვლევის ფარგლებში, მოქალაქეებს კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვეს: "მოგწონთ თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან?", რაზეც რესპოდენტთა 87%-მა უარყოფითი პასუხი გასცა და მხოლოდ 5%-მა აღნიშნა, რომ მისთვის რუსეთთან არსებული დღევანდელი ურთიერთობა მისაღები და მოსაწონია.
აღნიშნული კვლევა საქართველოში 4-დან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში საქართველოს მაშტაბით 6 299 მოქალაქე გამოიკითხა.
კვლევა ჩატარებულია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ქობულეთში და სხვა ქალაქებში, ასევე სოფლების საარჩევნო ოლქებში და უბნებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).