უმრავლესობის წევრი ხათუნა ოჩიაური მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევებიდან მთავარია ხალხის მოთხოვნები, გასაჭირი და ის პრობლემები, რომლებიც მათ წინაშე დგას.
აღნიშნული კომენტარი ოჩიაურმა NDI- ის კვლევებთან დაკავშირებით გააკეთა.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პრობლემები არ შეცვლილა და ამ კვლევებშიც იგივე იქნება ასახული. ჩვენი პროგრამა, რომელსაც ხალხს ვთავაზობთ სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაზეა დაფუძნებული. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ხედავს ამ პრობლემებს, თვალს უსწორებს მათ და მათი გადაჭრის გზებიც ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო ნამდვილად წინ წავიდა და ჩვენი მთავარი ამოცანაა ეს წინსვლა ყველამ იგრძნოს“, – აღნიშნა ოჩიაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.
რაც შეხება პარტიულ რეიტინგებს, ოჩიაური ამბობს, რომ პარტიული რეიტინგის მიმართ დაინტერესებული არ არის.
„კონცენტრირებული არა ვარ პარტიულ რეიტინგზე. ჩვენი ჯგუფი კონცენტრირებულია სწორედ იმ პრობლემების გადაჭრის გზების დასახვაზე, რომლებიც ჩვენი ხალხის წინაშე დგას“, - აღნიშნა ხათუნა ოჩიაურმა.
დღეს NDI- ის საზოგადოების განწობასთან დაკავშირებულ კვლევის შედეგებს მოსახლეობას გააცნობს.