ეუთოს სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელის არტაშეს გაგამიანის განცხადებით, აზერბაიჯანი ღიად აყენებს შეურაცხყოფას არა მარტო ეუთოს მისიას, არამედ ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინსაც.
„აზერბაიჯანის პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზიაფეტ ასკეროვმა ნატოს სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის ვიზიტები „ტურისტული სეირნობაა“, და „მხოლოდ ძლიერ აზერბაიჯანს შეუძლია მოაგვაროს თავისი პრობლემები“. ამ განცხადების შემდეგ ასკეროვმა აღნიშნა, რომ ეუთოს ორგანიზაცია „მკვდარი ორგანიზაციაა“. აზერბაიჯანის ლოგიკიდან გამომდინარე მექსიკაში ამერიკის, რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, მკვდარი სულების სამეფოდანაა გაკეთებული? მკვდრები ხომ მკვდრების სამეფოში იმყოფებიან“,-აცხადებს გააგიანი და დასძენს, რომ „აზერბაიჯანი ასე იმიტომ საუბრობს, რომ მის ზურგს უკან ანკარა დგას“.