"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ მარკეტინგის სამსახურის ინიციატივით, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იმყოფებოდნენ უჯარმაში, ძველ შუამთასა და გრემ-ნეკრესის მუზეუმ-ნაკრძალში.
ღონისძიების „დახატე შენი კულტურული მემკვიდრეობა“, მიზანი იყო მომავალ მხატვრებს დაეხატათ უჯარმისა და გრემის სხვადასხვა ხედები და გაცნობოდნენ ძეგლების ისტორიას. მხატვარ სტუდენტებს თითოეულ ძეგლზე ჩაუტარდათ ექსკურსია. თითოეული ძეგლის შესახებ ისტორია მათ პროფესინალმა გიდებმა გააცნეს. შესრულებული ნახატების გამოფენას „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ განახორციელებს შემოდგომაზე.