კელვინ კლაინის „ბოიფრენდი“ 22 წლის ნიკ გრუბერი ნარკოტიკების შენახვისთვის დაკავებისა და სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ სახლში დაბრუნდა და ნორმალური ცხოვრება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ სარეაბილიტაციო კურსმა ნიკი მთლიანად შეცვალა, რაზეც პაპარაცების მიერ მოპოვებული მისი ფოტოები მეტყველებს.
ნიკი კელვინს, უკვე აღარ ხვდება, მაგრამ ახალი რომანი დაიწყო. ამჯერად მისი „ტრფობის ობიექტი“ ქალბატონია. ყოფილი პონოვარსკვლავი მარინა დელ რეის პლიაჟზე კონკურს Girl Gone Wild-ის გამარჯვებულ ჩელსი ჰელსთან ერთად დააფიქსირეს. ახალგაზრდები გრძნობებს არ მალავდნენ, ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ და პაპარაცებსაც არ ერიდებოდნენ.