1946 წელს მსოფლიოში 2 მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველი იყო გადატრიალება სანაპირო მოდაში და მეორე, ამერიკელებმა წყნარი ოკეანის კუნძულ ბიკინიზე საცდელი ბირთვული აფეთქება მოაწყვეს. მსოფლიომ ორივე მოვლენა ერთნაირი სიმძაფრით აღიქვა. 1946 წელის 5 ივლისს ფრანგმა დიზაინერმა, ლუის რეარდმა პოდიუმზე ბიკინის დემონსტრირება მოახდინა. ბიკინი ეწოდა ღია საცურაო კოსტუმს, რომელიც ორი ნაწილისგან ზედა ტოპისა და ქვედა ტრუსისგან შედგებოდა. მას შემდეგ, მსოფლიო ყოველ 5 ივლისს, ბიკინის დღეს აღნიშნავს.
სახელწოდება ბიკინს სამხრეთამერიკული კუნძულის - ატოლა ბიკინის საპატივსაცემოდ ეწოდა. ბიკინიმ სანაპირო მოდის სამყაროში ნამდვილ რევოლუცია მოახდინა, მან მსოფლიო, ატომური აფეთქების ტალღასავით დაიპყრო. კაცობრიობის ისტორიაში საცურაო კოსტუმს ასეთი მინიმალური ზომებისთბის არასოდეს მიუღწევია. საზოგადოებამ ბიკინი იოლად მიიღო. მეოცე საუკუნის 40-იანი წლებში ბიკინიმ აშშ-სა და კანადის ბაზრის 20 % დაიკავა.
ახლა ბიკინი საცურაო კოსტიუმების ყველაზე მიღებული ფორმაა. 1960-იანი წლებში რუდი ჰენრიჩმა ბაზარზე საცურაო კოსტუმების ახალი „სახეობა“ გაიტანა – მხოლოდ ტრუსი და არავითარი ტოპი. იქამდე კი საცურაო კოსტიუმების მოდაში, კოკო შანელმა მოახდინა ნამდვილი რევოლუცია, რომელიც ნაწილობრივ საფრანგეთის გავლენა იყო. რაც შეეხბა 1980 იანი წლებს, რიო-დე-ჟანეიროს პლაჟებზე ამ წლებში, პირველად გამოჩნდა სტრინგი. ამერიკაში მოდურად ის ტრუსი მიიჩნეოდა, რომელიც 2 თოკით იკვრებოდა. დროთა განმავლობაში საცურაო კოსტუმის ქვედა ნაწილმა ლათინური ასო „V“-ს ფორმა მიიღო.
ამჟამად ბიკინი ისევ მოდურია, ის ყველა ქალის გარდერობში ინახება. ქალბატონები მათ მხოლოდ პლიაჟზე როდი ხმარობენ. ბიკინები აცვიათ სცენაზეც და ქორწილშიც. მაგალითად, მსოფლიოს სექს-სიმბოლო პამელა ანდერსონი, საკუთარ ქორწილში შეკვეთით დამზადებული თეთრი ბიკინებით იყო. ხოლო რაც შეეხება სცენაც, მაყურებელთა წინაშე ბიკინებით არაერთ გამოსულა პოპ-დივა მადონა, ბრიტნი სპირსი, ლედი გაგა, შაკირა და ა.შ.ლ
საცურაო კოსტუმების მოდა ევროპაში, მეთვრამეტე საუკუნეში, ინგლისსა და საფრანგეთში კურორტების წარმოშობასთან ერთად შეიქმნა. ასეთი კურორტების სანაპირო 2 ნაწილად იყო გაყოფილი მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. ქალები სანაპიროზე ჭყუმპალაობდნენ, წყალს სპეციალური ჭურჭელით ისხამდნენ და წუწაობდნენ. ეს ყველაფერი ე.წ. საცურაო კოსტუმში ხდებოდა, რომელიც გულდახურულ, კოჭამდე კაბას მოგაგონებდათ, არაპრაქტიკული და მოუხერხებელი იყო რადგან, კორსაჟი და კრინოლინი, რომელიც ქვედაბოლოს იმაგრებდა მის აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენდა. გარდა ამისა, აუცილებელი იყო, პლაჟზე გასულ ქალს თხელი წინდა და ფეხსაცმელი ან თასმებით შეკრული ჩექმა სცმოდა. ეს „აღჭურვილობა“ ისე მძიმდებოდა, რომ ქალს უზარმაზარი ტვირთის თრევა უწევდა. თან იმაზე უნდა ეზრუნა, რომ ჭყუმპალაობის დროს შემთხვევით კაბა არ წამოსწეოდა და ფეხი არ გამოსჩენოდა. 1860 წლიდან საცურაო კოსტუმი ორნაწილიანი გახდა. ზედა ჟაკეტი და ქვედა გრძელი კოჭებამდე პანტალიონი. ამგვარად, საცურაო კოსტუმი გაცილებით პრაქტიკული და მიმზიდველი გახდა, თუმცა ისევ მძიმე იყო და ქალებს მისი ტარება მაინც უჭირდათ.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ცურვა სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდა, რამაც ქალებს საშუალება მისცა, მამაკაცებთან ერთად ეცურვათ და მძიმე საცურაო კოსტუმისგან გათავისუფლებულიყვნენ. 1880 წელს საცურაო კოსტუმის ახალი მოდელი - „პრინცესა“ შეიქმნა. ის ერთმანეთზე გადაკერებულ ბლუზასა და პანტალონს წარმოადგენდა. მძიმე ქვედაბოლო ბამბის ქსოვილისგან შეკერილმა შარვალმა შეცვალა.