იაპონიის საპარლამენტო კომისიამ, რომელიც „ფუკუსიმას“ ტრაგედიის მიზეზებს იძიებდა, დასკვნის საბოლოო ვარიანტი დადო.
Agence France-Presse-ის ინფორმაციით, დასკვნის მიხედვით, ატომური სადგურის „ფუკუსიმას“ ტრაგედიის მიზეზი ადამინური დაუდევარობა გახდა. კრიტიკა შეეხო იაპონიის მთავრობას,ზედამხედველობის კომისასა და ოპერატორ კომპანია Tepco-ს. „ფუკუსიმას“ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზთა გამოძიების კომისის დასკვნით „მათ ყველამ ერთად იმოქმედეს უპასუხისმგებლოდ, რის შედეგადაც დაზარალდნენ ადამიანები და საზოგადოება. ისინი იღებდნენ იმ გადაწყვეტილებებს,რაც მათთვის იყო მისაღები, კატასტროფის ლიკვიდაციაში უხეშად ერეოდა იაპონიის მაშინდელი პრემიერმინისტრი ნაოტო კანი, ასევე ადმინისტრაცია ერეოდა უხეშად სამაშველო სამსახურის მუშაობაში, რომელიც ბრძანებების ჯაჭვს არღვევდა და მუშაობაში არევდარევა შეჰქონდა. ხელისუფლებამ არ მოახდინა ატმური სადგურის ახლოს მცხოვრებთა კატასტროფის შესახებ დროული ინფორმაციის მიწოდება, რიტაც ადამიანები დააზარალა“,-ნათქვამია დასკვნაში.
2011 წლის 11 მარტს იაპონიაში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად აფეთქდა ატომური ელექტროსადგურ „ფუკუსიმას“ რამდენიმე ბლოკი, რომელმაც აურაცხელი ზიანი მიაყენა იპაონიასა და იაპონელ ხალხს.