რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კურილიის კუნძულებზე ვიზიტისას განაცხადა, რომ მისთვის სულერთია რას იფიქრებს ამის შესახებ იაპონია.
„რაც შეეხება ჩემს შეხედულებას იაპონელი პარტნიორების შესახებ. იმდენად სულერთია ჩემთვის, რას ფიქრობს ჩემი ვიზიტის შესახებ იაპონია, რომ დროსაც არ დავხარჯავ კომენტარი გავაკეთო. რა უნდა განვხილო მათთან? რუსეთის ხელისუფლების ყოფნა რუსეთის ტერიტორიაზე? ასე შეიძლება შორს წავიდეთ“,-განაცხადა მედვედევმა.
დღეს რუსეთის პრემიერი კურილისს კუნძულებზე თავის ოთხდღიან ტურნეს დაასრულებს. მედვედევმა მოინახულა რეგიონი და გაეცნო მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.