„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, თინა ხიდაშელი სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე გამართული დებატებს აჯამებს. ამასთან დაკავშირებით ხიდაშელმა საკუთარ facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გუშინდელ დებატებში 2 მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.
მისი თქმით, ეს პირველ რიგში თავად დებატების ჩატარებას უკავშირდება და აცხადებს, რომ თვითონ ფაქტი - დებატების ჩატარება უკვე დიდი წარმატებაა, რადგად საქართველოს საკითხი ისევ დაბრუნდა დღის წესრიგში და შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ყურადღება კვლავ მოგვაქციონ.
„მიშა და მისი კომპანია ამ დებატებს საშინლად ეწინააღმდეგებოდნენ გასულ კვირას, ბევრი იბრძოლეს მარა არაფერი გამოუვიდათ და მაინც შეიტანეს დღის წესრიგი ამას პრინციპში ის აღიარერბს კიდეც იმ კადრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მეორე საკითხი კი, რომელიც გამოიკვეთა ხიდაშელის ინფორმაციით, თვითონ დებატების პროცესი იყო. მისი თქმით, „ნაწილი ამბობდა რომ ივანიშვილს წილი აქვს გაზპრომშიო და კიდევ ნაცისტური აზრები აქვთ ამ კოალიციაშიო, მაგრამ უმრავლესობამ თქვა რომ არ შეიძლება ის ხდებოდეს ქვეყენაში რომლსაც ჩვენთან ინტეგრაცია უნდა რაც ხდება საქართველოშიო“.
ხიდაშელი წერს, რომ ამ დებატების განსხვავება ბევრი სხვა მანამდე ამბებისაგან ის იყო რომ ზოგადი საუბრის ნაცლად დეპუტატები კონკრეტულ თემებზე საუბრობდნენ.
„მაგალითად ის, რომ არ შეიძლება და დაუშვებელია პოლიტიკური ოპონენტების ციხეში ჩასმა წინასაარჩევნოდ და მაგალითად კასპში დაპატიმრებული ბიჭი მოიყვანეს, თითქმის ყველამ აღნშნა აღშფოთება სატელიტური ანტენების გარშემო განვითარებული მოვლენებით, უპრეცედენტო ჯარიმებით, ძალიან ღია და გახსნილინკრიტიკა იყო რომე
ის მსგავსიც ამ პარლამენტის კედლებში არ ყოფილა“, - წერს ხიდაშელი.
ბოლოს კი ხიდაშელი აღნიშნავს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და „უცებ გაიფანტა ამათი ტყუილები და პროპაგანდის მანქანა როგორც კი ფაქტები და დოკუმენტები ჩამოვუტანეთ“.