ვანო მერაბიშვილის მთავრობა დღეს სავარაუდოდ 22.00 საათზე ქუთაისში შეიკრიბება. მთავრობის სხდომის გამართვის შესახებ მესიჯი რამდენიმე მინისტრს უკვე მიუვიდა, თუმცა, ზუსტი დრო ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
მას შემდეგ რაც ვანო მერაბიშვილის მთავრობა დამტკიცდა, ახალი მინისტრთა კაბინეტი დღეს პირველად შეიკრიბება. დღის წესრიგი ჯერ ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, მინისტრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებენ.