საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე თიანეთის რაიონს ეწვია. პატრიარქი სოფელში არსებულ წმინდა დიდმოწამე არჩილ მეფის მონასტერში შეკრებილ მრევლს შეხვდა.
პატრიარქის ჩაბრძანებასთან დაკავშირებით, მონასტერში შეკრებილ მრევლთა შორის თიანეთის რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილიც იყო.
"უწმინდესის ყოველი ჩამობრძანება არის ზეიმი, მითუმეტეს ამ კუთხეში. მისი უწმინდესობა აქ ძალიან უყვართ და ძალიან აფასებენ. ვფიქრობ, ყველა ქრისტიანი მიიღებს ძალიან დიდ სიამოვნებას მის უწმინდესობასთან ურთიერთობით და მასთან ერთად წირვა-ლოცვის შესრულებით," - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.