რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა გაეროს რეზოლუციას "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ“ დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ნაცვლად დაზარალებულ ქართველთა, ოსთა და აფხაზთა ინტერესებისა, საკუთარი პოლიტიკიკური ინტერესები გამოიყენა.
„გაეროს ასამბლეის სხდომის კენჭისყრის შედეგებმა დაამტკიცა, რომ თბილისის მიერ პოლიტიზირებულ ინიციატივას გაეროს დიდი უმრავლესობა მხარს არ უჭერს-დიდმა ნაწილმა ან თავის შეიკავა, ან საერთოდ არ დაესწრო სხდომის მიმდინარეობას.
ქათულმა მხარემ კიდევ ერთხელ ამჯობინა გამოეყენებინა ჰუმანიტარული სიუჟეტი პოლიტიკური კონიუქტურის ინტერესებში და არა იმ ათასობით ქართველის, აფხაზისა, ოსის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლების ინტერესები, რომლებიც დაზარალდნენ მისი აგრესიული პოლიტიკის დროს. ეს გაკეთდა ჟენევის დისკუსიების გვერდის ავლით, მაშინ, როდესაც აღნიშნული დისკუსია ერთადერთ დიალოგის ფორმატს წარმოადგენს აფხაზების, ქართველების და ოსებისთვის“,-ნათქვამია განცხადებაში.
რუსული მხარე აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციის მიღებას მხოლოდ მაშინ ექნებოდა მნიშვნელობა, თუ მასში ოსური და აფხაზური მხარეებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ქართულ მხარეს კი არსებული რეალობის გათვალისწინება არ სურს.
„თბილისი სიჯიუტეს ავლენს და რეგიონში არსებულ რეალობას არ ითვალისწინებს და ის ფაქტი, რომ მას არ სურს ოსებთან და აფხაზებთან დადოს იურიდიული ხელშეკრულება ძალის არგამოყენების შესახებ, ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული მხარე არ არის მზად, აწარმოოს მოლაპარაკებათა ის პროცესი, რომელიც პროცესის დარეგულირებას შეუწყობს ხელს.
რუსულმა მხარემ მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, რადგანაც თვლის, რომ ის არ ასახავს რეგიონში არსებულ ვითარებას, აფერხებს ჰუმანიტარული დახმარების საკითხებს, აგრეთვე არ უწყობს ხელს ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის ნდობის გაღრმავებას, მათ შორის არ უწყობს ხელის დევნილთა პრობლემების გადაწყვეტასაც“,-ნათქვამიასამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.