ეკა ბესელია: ბაჩო ახალაიას  შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა საგანგებო  განსჯის საგნად უნდა იქცეს

ეკა ბესელია: ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა საგანგებო განსჯის საგნად უნდა იქცეს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ადვოკატი ეკა ბესელია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სამთავრობო ცვლილებებს პოლიტიკურ კრიზისად აფასებს.

ბესელიას განცხადებით, ნებისმიერი მცდელობა ხელისუფლებისა, რომ ეს ცვლილებები მოსახლეობისთვის სიახლის შემცველად გაასაღონ  წარუმატებელია და კრახისთვისაა განწირული.

ბესელიას თქმით, საკადრო ცვლილებები და მინისტრთა ახალი შემადგენლობა იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პოლიციის ხელით სურს.

„მერაბიშვილის ადგილას ბაჩო ახალაიას დანიშვნა ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა.  იმიტომ რომ ეს  ადამიანი უმძიმეს დანაშაულებების ჩადენაში იყო მხილებული. შეგახსენებთ, თუნდაც  ციხეებში პატიმრების არნახულ წამებას, რომელიც  ახალაიას დროს ხდებოდა,  გირგვლიანის საქმეს,  რომელშიც ეს ოჯახი ფიგურირებს და უმძიმეს სხვა დანაშაულებებს.  სამწუხაროდ,  ქვეყნის ხელისუფლება აპირებს საპარლამენტო არჩევნები პოლიციის ხელით ჩაატაროს.  ვფიქრობ,  საერთაშორისო საზოგადოებამ ისე როგორც არასდროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს  და  ბაჩო ახალაის  შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა საგანგებო  განსჯის საგნად უნდა იქცეს.  ეს არის უმძიმესი გადანაცვლება,  რომელიც  საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, ბესელიას თქმით, ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს ცვლილებები აბსოლუტურად არაფერს არ შეცვლის.

„რვა წელიადია „ნაციონალური მოძრაობა“  ცრუ დაპირებებით კვებას მოსახლეობას და ჩვენ ვხედავთ,  რომ კიდევ უფრო მეტად შეექმნა პრობლემა ყველა სფეროს.  რეალობაა,  რომ ქვეყნის ხელისუფლება   სრულად გაკოტრებულია და  მხოლოდ   დანაშაულებებში მხილებულ ბოროტმოქმედებს უთავისუფლებს მინისტრების სავარძლებს“, - განაცხადა ბესელიამ.