ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი_63.2% მიიღო და მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა . რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ჩეხეთს, კვიპროსს, ხორვატიას, უნგრეთს, სლოვენიას, ლატვიას, საბერძნეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ.
მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის თვალსაზრისით მსოფლიოში მთავრობების საქმიანობა შეფასდა 4 კრიტერიუმით: საკუთრების უფლების დაცვა; ინვესტიციების მოზიდვა; ლოჯისტიკური კომპეტენცია; სტაბილური ბიზნეს რეგულაციები. საკუთრების უფლების დაცვით საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზე გავიდა; სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით 15-ე პოზიცია დაიკავა.
განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მიიღო საქართველოს მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ინვესტიციების მოზიდვით საქართველო მსოფლიოში 4-ე ადგილზე გავიდა და ევროპაში მესამე პოზიცია დაიკავა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით: „ კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი ბაზრები აუცილებელია ეკონომიკის აყვავებისა და ერის აღორძინებისათვის. მათ განსავითარებლად მთავრობებს უნდა შეეძლოთ საკუთრების უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა, შიდა და საგარეო ეკონომიკური აქტივობის წახალისება და მხარდაჭერა; ეკონიმიკური ინფრასტრუქტურის განვითარება; მყარი და სტაბილური რეგულაციების შექმნა. მიმზიდველი ბაზრები ქმნის სამუშაო ადგილებს, ინოვაციებს და შესაძლებლობებს.“
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/cggi/chandler-good-government-index
https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/
https://chandlergovernmentindex.com/data-table/