თურქული მედიის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტი ბოდიშს იხდის და ძალიან ნანაობს სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს და აცხადებს, რომ სირიელ სამხედროებს ის ებრაულ თვითმფრინავში შეეშალათ.
„მე 100%-ით ვნანობ, რომ მოხდა თურქული თვითმფრინავის ჩამოგდება. სირიის სამხედრო ძალებმა ვერ განსაზღვრეს რა შედეგი მოჰყვებოდა ამ ფაქტს. მათ უბრალოდ ეგონათ, რომ იმ საჰაერო დერეფანში, რომელშიც თურქული თვითმფრინავი აღმოჩნდა, ებრაული თვითმფრინავი მიფრინავდა, რადგან ამ საჰაერო დერეფანს ებრაული სამხედრო თვითმფრინავები იყენებდნენ“,- განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.
შეგახსნებთ, რომ 2012 წლის 22 ივნისს სირიის სამხედრო ძალების მიერ ჩამოგდებულ იქნა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, ორი პილოტი კი დაიღუპა.