ცნობილი რუსული ჯგუფი „უმა თურმანი“ 23 აგვისტოს, ბათუმში, მაგნოლიას ეზოში, კონცერტს გამართავს. ჯგუფისთვი ეს ვიზიტი საქართველოში პირველია, ისინი დაგეგმილ კონცერტზე შეასრლებენ სიმღერებს, როგორც ძველი, ასევე ახალი რეპერტუარიდან.
რუსული პოპ-როკ ჯგუფი „უმა თურმანი“ 2003 წელს ძმები კრისტოვსკების მიერ დაარსდა. მათ განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებით «Прасковья» და «Ума Турман» მოიპოვეს. ბოლო ალბომი «В этом городе все сумасшедшие» ჯგუფმა 2011 წელს გამოსცა. დაგეგმილ კონცერტზე ბათუმელ მაყურებელს საშუალება ექნება სიმღერები ამ ალბომიდანაც მოისმინოს.
სტანდარტული ბილეთის ფასია 50 ლარი, VIP ბილეთის კი -120 ლარი.
„უმა თურმანი“ ბათუმში 10-კაციანი ჯგუფით ჩამოვა.