სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაარწმუნა დარბაზში მსხდომნი, რომ სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტას მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეეცდება.
„კიდევ ერთხელ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენ ყარბაღის პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზით გვსურს, მოლაპარაკებების საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, ხოლო ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ შემოთავაზებული გონივრული კომპრომისებს ალტერნატივა არ აქვს“,-განაცხადა სარქისიანმა.