ამერიკელი მომღერალი ლანა დელ რეი გულშემატკივრებს, ახალ, თავისი რეპერტუარისგან განსხვავებულ სიმღერასა და ვიდეოკლიპს სთავაზობს. დამსხვრეული ოცნებების ჰიმნი, ასე მოიხსენიებს რეი თავის ახალ სიმღერას, რომელსაც ეროვნული ჰიმნი ჰქვია. მომღერალი აგრძელებს თანამედროვე ამერიკული მორალის წინააღმდეგ გამოსვლას, როგორც თავად აღნიშნავს, ახალი კლიპი მან თავისი თაობის რეალურ ღირებულებებს მიუძღვნა.
სიყვარულით შთაგონებული სიმღერების ავტორი, ამჯერად დამსხვრეულ ოცნებებზე მღერის და ეს სიმღერა ისე ჟღერს, თითქოს მომღერალი მთელი მსოფლიოსგან იყოს იმედგაცრუებული.
ლანა დელ რეიმ კლიპში National Anthem ეკრანზე დამსხვრეული ამერიკული ოცნების ისტორია გააცოცხლა. ეს არის ჯონ კენდის ტრაგიკული ცხოვრება. კლიპში ლანა ამერიკის პირველი ლედის ჟაკლინ კენედის როლშია, მას პარტნიორობას უწევს თავისივე შავკანიანი ბოიფრენდი და არა მაღალი ირლანდიელი მამაკაცი, რომელიც კენედის გმირს მოგვაგონებდა.
დელ რეის შესანიშნავად გამოუვიდა ეკრანზე გადმოეტანა იდეალური ოჯახური ცხოვრების ისტორია, შესანიშავი ბავშვები, სახლი, პიკნიკი მდინარის სანაპიროზე... ამ იდეალური სურათის პარალელურად, ვიზუალის კონტრასტია ხმა - მუსიკა, რომელიც ამბობს, რომ „ჩვენ, მხოლოდ ფულის გულისთვის ვარსებობთ“. როგორც ჩანს, ეს მართლაც არის დამსხვრეული ამერიკული ოცნებების ლამაზი ჰიმნი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მუსიკალური კორპორაცია „Official UK Charts Company“-მ დიდ ბრიტანეთში 2012 წლის პირველი კვარტლის ყველაზე გაყიდვადი ციფრული მომღერლად ლანა დელ რეი დაასახელა.
2012 წლის პირველ კვარტალში გაიყიდა ლანას ალბომის „Born To Die“ მილიონზე მეტი ციფრული ვერსია. აღსანიშნავია, ის ფაქტის, რომ ასეთ შედეგს მომღერალმა ყოველგვარი ალბომის მხარდასაჭერი პრომო-კომპანიის გარეშე მიაღწია.