ფონდ „ქომაგის“ ხელმძღვანელის ია მეტრეველის განცხადებით, პირები, რომლებმაც დახმარებისთვის ფონდ „ქომაგს“ მიმართა განურჩევლად იმისა აქვთ, თუ არა ჩარიცხული თანხა პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. მეტრეველის თქმით, ეს ადამიანები მას თვითონ დაუკავშირდნენ და საქმის კურსში ჩააყენეს.
როგორც მეტრეველი from.ge - სთან საუბარში განმარტავს, ისედაც განადგურებულ და გაუბედურებულ ხალხს, რომლებსაც „ქომაგის“ მეტი იმედი არ აქვს დარჩენილი, სტრესის ქვეშ ამყოფებენ და პოლიციაში უკანონოდ იბარებენ.
„ხალხს ვაჩვენებთ როგორ ექცევა ხელისუფლება მოქალაქეებს, ისედაც განადგურებულ და გაუბედურებულ ადამიანებს, თან რისი გულისთვის. საინტერესოა, ამ ხალხს დაკითხვა რაზე უნდა ჩაუტარონ პურის ფულზე დასახმარებლად, რომ მოგვმართეს? ვიღაც ემიგრანტი კეთილ ნებას იჩენს და ამ ადამიანებს თანხას ურიცხავს და ამას უბლოკავენ? ამის გამო იბარებენ დაკითხვაზე? თავიანთ გასაკეთებელს სხვა რომ აკეთებს ამის გამო იბარებენ? ხელისუფლებას ხალხი იმ მდგომარეობამდე მიჰყავს პურის და წამლის ფული არ აქვს“, - განაცახდა მეტრეველმა და აღნიშნა, რომ „ქომაგში“ მილიონი გაუბედურებული ადამიანი მოდის და ფონდს იმის საშუალებაც არ ეძლევა ამ ხალხს დაეხმაროს.
მეტრეველის განცხადებით აუცილებელია ხელისუფლება გონს მოეგოს და ხალხის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს თავი დაანებონ.
მისი თქმით, მოქალაქეები პოლიციაში ორ ნაწილად დაიბარეს. ერთი ნაწილი პირველზე, მეორე ნაწილი კი, ორ საათზეა დაბარებული.