ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გამოწვეული პრობლემებისა და არაადეკვატური ქცევების გამო, გასულ წელს სერიალ „ორ ნახევარი ადამაინიდან“ დათხოვნილი სკანდალური მსახიობი ჩარლი შინი აცხადებს, რომ გადაღებები საკმარისია და კინოდან მიდის. ვარსკვლავის თქმით, ის მთელ დროს ბავშვებსა და ოჯახს დაუთმობს.
ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც ბოლო დროს, თავისი ველური საქციელითა და ხალხის შოკირებით იყო დაკავებული ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ სერიალ Anger Management -ის გადაღებები მისი „გედის სიმღერა“ გახდება.
„მე მშვიდად ვტოვებ ამ ბიზნესს და ვგეგმავ დარჩენილი დღეები ფეხბურთის ყურებას, პარკში სეირნობასა და ჩემს ახლობლებს დავუთმო“- ამბობს 46 წლის მსახიობი.
ჩარლი შინს ჰყავს 26 წლის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, მეორე ქორწინებიდან კიდევ ორო გოგონა და მესამე ქორწინებიდან ტყუპები. ასე რომ, პენსიაზე გასვლის შემდეგ ჩარლი ნამდვილად არ მოიწყენს.
„30 წლიანი კარიერის შემდეგ, მივხვდი, რომ ცხოვრებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს, რომელთათვისაც საკუთარ თავს დრო აუცილებლად უნდა დავუთმო. კინომ ჩემი ცხოვრება ნამდვილ სატელევიზიო შოუდ გადააქცია. შეიძლება, ბევრს სურდეს ჩემს ადგილზე ყოფნა, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან თუ რა რთულია ეს. ძალიან დამღალა ამდენი უცხო ნიღბის ტარებამ, ცხოვრებამ მოგონილ სამყაროში და ჩემთვის უცხო, გაუგებარმა დიალოგებმაც კი“ - დასძენს მსახიობი.
სერიალ „ორნახევარი ადამიანიდან“ დათხოვნამდე ერთი წლით ადრე, ჩარლი შინი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად იყო დასახელებული.