დანაშაული მოსწავლეს საყვარელმა ფილმმა შთაგონა(VIDEO)

დანაშაული მოსწავლეს საყვარელმა ფილმმა შთაგონა(VIDEO)

ტულის ოლქის ცენტრალურ-რაიონული სასამართლო განიხილავს 17 წლის მოზარდის საქმეს, რომელსაც ბრალად ედება ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველზე თავდასხმა.

2012 წლის თებერვალში მოსწავლემ  ფილმის, - „ძარცვა იტალიურად“ ნახვის შემდეგ  გადაწყვიტა, მისი სიუჟეტი რეალურ ცხოვრებაში გადმოეტანა. დაიხურა თავზე ქუდისგან გამოჭრილი ნიღაბი  და მაღაზიაში შევარდა. გამყიდველს დანა  მიადო და მოსთხოვა ყველაფერი, რაც ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.  ქალს მხოლოდ 1000 რუბლი აღმოაჩნდა. სხვათა შორის, ფილმის სიუჟეტში ძარცვა უფრო წარმატებულია და  ცნობილი ვარსკვლავებით (მოს დეფი, შარლიზ ტერონი, დონალდ საზერლენდი, ჯეისონ სტეტჰემი, მარკ უოლბერგი) დაკომპლექტებულ მძარცველთა ჯგუფს ოქროთი გატენილი სეიფი მიაქვს.

პოლიციელებს მოსწავლემ განუცხადა, რომ სურდა საყვარელი ფილმის სიუჟეტი საკუთარ თავზე გამოეცადა და მთავარი გმირების მოქმედებები გაემეორებინა. ნაძარცვი ფულის ნაწილი მან ახლომდებარე კაფეში დახარჯა, შემდეგ კი პოლიციაში საკუთარი ფეხით გამოცხადდა.      

ახლა ის განაჩენს ელოდება. განაჩენს კი,- 26 ივლისს გამოიტანენ.