ამერიკის  9 მილიონიანი კონსტიტუცია

ამერიკის 9 მილიონიანი კონსტიტუცია

 

ამერიკის 1789 წლის კონსტიტუციის უნიკალური ეგზემპლიარი, რომლის მფლობელი პირადად  ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახლდათ, გაიყიდა.

ნიუ-იორკის „კრისტის“ აუქციონზე კონსტიტუციის პირველი ეგზემპლიარი 9 მილიონ 826 ათას დოლარად გაიყიდა.

1789 წლის კონსტიტუციამ „კრისტის“ ექსპერტთა მოლოდინს გადააჭარბა, ის თავდაპირველად შეფასებულზე სამჯერ მეტად გაიყიდა. როგორც ჩანს ლოტის ფასი კონსტიტუციაზე გაკეთებულ ვაშინგტონის ხელმოწერამ და შენიშვნებმა აწია.