ნაომი კემბელმა საჩუქრად იბიცაზე სახლი მიიღო(VIDEO)

ნაომი კემბელმა საჩუქრად იბიცაზე სახლი მიიღო(VIDEO)

რუსმა ოლიგარქმა ვლადისლავ დორონინმა, ნაომი კემბელს გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა.  შავკანიან სუპერმოდელს საყვარელ კუნძულზე,საყვარელმა ადამიანმა,  საკუთარი სახლი აჩუქა.

დორონინი და ნაომი უკვე დიდი ხანია ერთად არიან.  იბიცაზე წყვილი ხშირად ისვენებდა, თუმცა აქამდე უწევდათ დრო დორონინის პირად იახტაზე გაეტარებინათ. ერთხელაც, იახტაზე მყოფი ნაომი ცუდად გახადა და ოლიგარქს მოუწია საცხოვრებლად, დროებით მეგობრებთან გადასულიყო. ოლიგარქი  მეგობრებმა არაერთხელ მიიწვიეს თავისთან და შესაბამისად წყვილის სტუმრობით ყველამ გაიხარა. ეს სიხარული მხოლოდ ნაომიმ ვერ გაიზიარა, რადგან უცხო სახლში ყოფნა მისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა. წყვილს შორის უკმაყოფილება  ახალმა სიურპრიზმა სამუდამოდ გააქრო. რუსმა მილიარდელმა საყვარელ ქალბატონს მალევე დაუმტკიცა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია.