ესპანელმა პენსიონერებმა ბარსელონაში გერმანიის საელჩოს წინ დემონსტრაცია გამართეს და ასე გამოხატეს პროტესტი გერმანიის წინადადების წინააღმდეგ, ევროკავშირში გასატარებელი რეფორმების შესახებ.
„ჩვენ ვფიქრობთ რომ არ უნდა გადავიხადოთ ბანკების ვალები. სწორდ ქალბატონი მერკელია პასუხისმგებელი ესპანეთში არსებული პრობლემების გამო, თითქოსდა გერმანული ბანკებს ჩვენთვის ფულის მოცემის ნაცვლად, ჩვენგან დიდი პროცენტები არ მიჰქონდათ“,-აცხადებენ დემონსტრატი პენსიონერები.
„ჩვენ ყველანი ბერძნები ვართ!“-ყვიროდნენ ესპანელი პენსიონერები, როდესაც გერმანიის საელჩოს თანამშრომლები შეეცადნენ საელჩოს ტერიტორიიდან ესპანელი პენსიონერების გაყვანას.
ევროკავშირის გადაწყვეტილების თანახმად, მას შემდეგ რაც ესპანეთის ხელისუფლებამ განათლების, ჯანდაცვისა და საპენსიო სფეროებში დაფინანსებები შეამცირა, ქვეყანაში უმუშევრობამ 25%-ს მიაღწია.