„თავისუფალი საქართველო“-ს კიდევ ერთი ოფისის პრეზენტაცია დღეს ქობულეთში გაიმართა, რომელსაც ვლადიმერ გორგილაძე უხელმძღვანელებს.
პრეზენტაციას პარტიის ლიდერები დაესწრნენ.
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ პრეზენტაციაზე „თავისუფალი საქართველო“-ს საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ძირითად პრინციპებზე, მათ შორის, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის დაუშვებლობასა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე.
ადგილობრივი მოსახლეობას „თავისუფალი საქართველო“-ს გაზეთები და საინფორმაციო ფლაერები დაურიგდათ.
პარტიას საქართველოს მასშტაბით უკვე 26 ოფისი აქვს. სამომავლოდ იგეგმება 73 საარჩევნო ოლქში პარტიისწარმომადგენლობის გახსნა.