2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე "ახალმა მემარჯვენეებმა" 116 451 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო.
ამ პერიოდის განმავლობაში პარტიის ანგარიშზე 10 გადარიცხვა განხორციელდა. 50 ათასი ლარი "ახლებს" ფიზიკურმა პირმა გურამ ასათიანმა შესწირა. შემოწირულობის თანხის ოდენობით მეორე ადგილზეა პარტიის ლიდერი დავით გამყრელიძე – 30 ათასი ლარით, ხოლო მესამეზე - ფიზიკური პირი რევაზ სოხაძე – 13 800 ლარით.
შემომწირველებს შორის პარტიის წევრი ფიქრია ჩიხრაძეც ფიგურირებს.
შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა.