კონტროლის პალატის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე "რესპუბლიკური პარტიის" ანგარიშზე 147 456 ლარის ოდენობის შემოწირულობა შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციის თანახმად, პარტიას წელს სულ, 34 შემომწირველი ჰყავს. მათგან უმსხვილესი შემოწირულობის სახით პარტიამ ალექსანდრე ივანიშვილისგან საოფისე ფართი მიიღო. 16 ათასი ლარი საკუთარ პარტიას დავით უსუფაშვილმა შესწირა, 10 ათასი – თინათინ ხიდაშელმა. სამი გადარიცხვის ჯამური შედეგებით 25 ათასი ლარი "რესპუბლიკელებისთვის" ნუგზარ ჩხიკვაძემ გაიღო.