იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ჯერ პროკურატურას, შემდეგ ასევე საზოგადოებას უნდა აუხსნას, ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა 17-ჯერ რა მექანიზმებით არის შესაძლებელი.
„სალომე ზურაბიშვილმა რომ განაცხადა, თურმე, ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა 17-ჯერ იყო შესაძლებელი. მოდით, ჯერ პროკურატურას აუხსნას და შემდეგ მთელს საზოგადოებას, რა მანქანებითა და მექანიზმებით ხდება ეს მაინც და მაინც 17-ჯერ და არა 18-ჯერ ან 20-ჯერ. მაგრამ, ის არ მიდის, არ მიბრძანდება პროკურატურაში, რადგან რეალურად მას სათქმელი არ აქვს. ტყუილია ეს ყველაფერი. ადამიანი, რომელსაც ჰქვია ქვეყნის პრეზიდენტი, ტყუილებს ლაპარაკობს და ჭორაობს მთელი მსოფლიოს დასანახად“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.