პარლამენტის ვიცე–სპიკერი რუსუდან კერვალიშვილის შეფასებით, სასამართლო არ შეიძლება გაიგივებული იყო პოლიტიკასთან და სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონის თანახმად უნდა მივუდგეთ. აღნიშნული კომენატრი კერვალიშვილმა "გლობალ TV"-ის ქონების დალუქვასთან დაკავშირებით გააკეთა.
“კანონის მიმართ ყველანი თანასწორნი ვართ და ვიცით რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დროს კონკრეტული აღსრულება ხდება, რომელიც ძალიან მტკივნეულია. ეს არ არის ახალი ამბავი, მაშინაც კი როდესაც ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა, ყოველთვის, ყველა აღსრულება მტივნეული იყო“, – აღნიშნა კერვალიშვილმა.
კითხვაზე – არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღება მასზე წინაასარჩევნოდ პოლიტიკური ზეწოლა, კერვალიშვილმა განმარტა, რომ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებას ისე უნდა მივუდგეთ როგორიც კანონი და სამართალია.
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს გაიგივებული იყოს პოლიტიკასთან. სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კერვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ელიტა ბურჯის“ შენობაში კონტროლის პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, კრიმინალური პოლიცია შევიდა, რომელმაც სასამართლოს დადგენილებით კომპანიის ქონება დააყადაღა. დაყადაღებულია ასევე გლობალ ტვ-ის კუთვნილი ქონებაც.