პარლამენტი

პარლამენტი "ეს შენ გეხება"-ს მოთხოვნას 30 000 ხელმოწერის შეგროვების თაობაზე, დღეს განიხილავს

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს, კამპანიის - "ეს შენ გეხებას" ინიციატივას, 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.

კომიტეტის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება. კამპანია "ეს შენ გეხება" ხელმოწერების შეგროვებას კანონში ე.წ. Must carry-ისა და Must offer-ის პრინციპის ასახვასთან დაკავშირებით იწყებს.

ეს შენ გეხებას მონაწილეთა განცხადებით, კამპანიას საკანონმდებლო წინადადების ინიცირების უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ 30 000 ხელმოწერას შეაგროვებს. დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე მათ სწორედ ამ ხელმოწერების შეგროვების უფლება უნდა მიიღონ. თუ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დააკმაყოფილებს საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, კამპანიის - "ეს შენ გეხება" მონაწილეები 30 000 ხელმოწერის შეგროვებას საქართველოს მასშტაბით უახლოესი დღეებიდან დაიწყებენ.

ცნობისთვის, კამპანიის - "ეს შენ გეხება" მონაწილე ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. must carry-სა და must offer-ის პრინციპის ასახვის მიზნით, 30 000 ხელმოწერის შეგროვების მოთხოვნით პარასკევს, 15 ივნისს მიმართეს.