„ბერძნული ხელნაწერები“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

„ბერძნული ხელნაწერები“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

28 ივნისს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის  საგამოფენო დარბაზში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით - „ბერძნული ხელნაწერები“.

გამოფენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ინიციატივით იმართება და ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საგანგობოდ შერჩეული, ცენტრში დაცული ბერძნული ხელნაწერები, ფრაგმენტები და კონსპექტური ტიპის ჩანაწერები, რომლებიც ქრონოლოგიურად V-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ასევე გამოიფინება ცენტრში დაცული უძველესი პაპირუსები, ცნობილი მკვლევრის, გრიგოლ წერეთლის კოლექციიდან, რომელიც 200-მდე პაპირუსის ფურცელს მოიცავს.

საგამოფენოდ შერჩეული ექსპონატები მნიშვნელოვანია, როგორც ბიზანტიური მწიგნობრული ტრადიციის განვითარების ისტორიისა და პოსტბიზანტიური ეპოქის ხელნაწერი წიგნის კვლევის, ასევე ქართულ-ბერძნული კულტურულ-ლიტერატურული უერთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით.