ამერიკასა და რუსეთს შორის დაწყებული დიალოგის ფონზე, საერთაშორისო ინვესტორებმა რუსული აქტივების შესყიდვა დაიწყეს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ ინვესტორები ყიდულობენ ყველაფერს, რაც რუსეთთანაა დაკავშირებული და ამისთვის ანტირუსული სანქციების გვერდის ავლის გზებს ეძებენ.
Bloomberg-ის ცნობით, ბიზნესისა და ფინანსური სფეროს საერთაშორისო მოთამაშეებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის მოლოდინი აქვთ და სურთ რუსული აქტივები, გაძვირებამდე იყიდონ.