უზბეკეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის, გულნარა ისლამოვა-კარიმოვას სიმღერები, უკვე რამდენიმე თვეა, ამერიკული რადიოსადგურების ეთერში ისმის, მეტსახელით Googoosha. ცოტა ხნის წინ, გამოვიდა მისი პირველი ალბომი Round Run, რომელშიც ინგლისურ ენაზე შესრულებული, 12 სიმღერაა შესული. პრეზიდენტის ქალიშვილს, სიმღერის არანჟირება ცნობილმა DJ White Shadow-მა გაუკეთა.
ახალი ალბომის ყიდვა ინტერნეტსა და ამერიკის მუსიკალურ მაღაზიებში, 11 დოლარადაა შესაძებელი.
გულნარა დიდი ხანია მღერის და სიმღერებსაც თავად წერს. მან შემოქმედებითი საქმიანობა 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც შეასრულა პირველივე სიმღერა თავისივე ტექსტით.
მუსიკა არ არის, ერთადერთი საქმე, რითაც უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილია დაკავებული. გულნარას აქვს ძალიან წარმატებული, მოდური ტანსაცმლისა და სამკაულების ხაზი. გარდა ამისა, გოგონა აქტიურადაა ჩართული სოციალურ ღონისძიებებსა და საქველმოქმედო საქმიანობაში. ადრე ის გაეროში უზბეკეთის სპეციალური წარმომადგენელი იყო.