ჩვენ არ ვიზიარებთ ინიციატივას, რომელიც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ელიზაბეტა გარდინმა ასამბლეის სესიაზე.
მისივე თქმით, ეს იქნება სერიოზული შეცდომა.
„ჩვენ არ ვიზიარებთ ინიციატივას, რომელიც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს. ეს იქნება სერიოზული შეცდომა, რომელიც ქმნის ქვეყნის იზოლაციის და იმ პრინციპებთან კიდევ უფრო მეტად ჩამოშორების რისკებს, რომელსაც ეყრდნობა ეს ასამბლეა“, - აღნიშნა ელიზაბეტა გარდინმა.