ჭაბუა ამირეჯიბი - „ფეხქვეშ გაგორებულსაც წოლა მობეზრდება“

ჭაბუა ამირეჯიბი - „ფეხქვეშ გაგორებულსაც წოლა მობეზრდება“

(იბეჭდება შემოკლებით)

ჭაბუა ამირეჯიბი:

„დღეს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები სასაცილომდე საინტერესოა, რადგან დაშვებული შეცდომების გამოტირება უფროა, ვიდრე პოლიტიკა.

ყველაზე მართებული შენიშვნა, რომელიც მაქვს, ასეთია - შე მამაცხონებულო, რატომ არ აღმოგაჩნდა მომავლის ჭვრეტის ის მინიმუმი, რომელიც გიკარნახებდა, რომ ხალხი ტუტუცთა ის ერთობლიობა არ გახლავთ, რომელიც დაპირებებს დაგიჯერებს, ხელისუფლებაში მოგიყვანს, დანაპირების სეუსრულებლობას, გასაჭირისადმი უგულებელყოფას გაპატიებს.

ფეხქვეშ გაგორებულსაც კი წოლა მობეზრდება და ბოლოს, მკაცრად მოგთხოვს პასუხს დანაშაულისთვის.

სასაცილოა, მაშ, რა არის გაუთავებელი შეხვედრები და ტრაბახი, რომ საოცრად კარგი ვარ და თუ ხმას მომცემ, უკეთესიც ვიქნები!

ასეთია ჩემი აზრი ჩვენი სინამდვილის პოლიტიკურ ჭინთვებზე.

ჩვენმა ფუნქციონერებმა ყველაფერი იკისრეს, რომ ჩრდილოელი მეზობელი სასიკვდილოდ გადაგვკიდებოდა.

მკითხველს მინდა ვკითხო, კატეგორიულად სეუძლებელია, რომ ორმხრივი ხელსაყრელი გარიგების შედეგად „ერთ მშვენიერ დღეს“ რუსეთის იმპერიის საზღვრებში ამოვყოთ თავი?

ოპტიმისტი ვარ, მაგრამ გათვალისწინება ყველაფერზე უარესი ვარიანტებისა მიყვარს.“