"უკრაინელებს ზახარჩენკოსთან ერთად აფხაზი ან ცხინვალელი სეპარატისტების ლიდერების განადგურებაც უნდოდათ"

თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში 31 აგვისტოს მოწყობილი ტერაქტის მიზანი მხოლოდ მისი ლიდერის, ალექსანდრე ზახარჩენკოს ლიკვიდაცია არ იყო. დონეცკელი სეპარატისტების სახელმწიფო უსაფრთხოების ექსმინისტრმა ანდრეი პინჩუკმა "მოსკოვსკი კომსომოლეცთან" თქვა, რომ უკრაინული სპეცსამსახურები ზახარჩენკოსთან ერთად აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების ლიდერების ლიკვიდაციასაც გეგმავდნენ.

"ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელმაც ზახარჩენკო შეიწირა, უნდა გააქტიურებულიყო სხვა პოლიტიკოსების მიმართებითაც. უკრაინულ სპეცსამსახურებსა დაგეგმილი ჰქონდათ, რომ დალოდებოდნენ სანამ ზახარჩენკო კაფეში სხვა ვინმესთან ერთად გამოჩნდებოდა, მაგრამ ვეღაც მოიცადეს და გადაწყვიტეს ასე აეფეთქებინათ," - აღნიშნა პონჩუკმა.

მისი თქმით, დონეცკში ხშირად ჩადიოდნენ სხვა "წარჩინებული" სეპარატისტები, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი ლიდერები და ზახარჩენკო მათ ხშირად ეპატიჟებოდა ამ და სხვა კაფეებში სადილზე. ჩანაფიქრიც სწორედ ასეთი იყო, აფეთქება უნდა მომხდარიყო მაშინ, როცა დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი სხვა სეპარატისტს ხვდებოდა და ამით უკრაინის სპეცსამსახურები ერთდროულად ორ კურდღელს დაიჭერდნენ, ამტკიცებს დე-ნე-ერის უშიშროების ყოფილი უფროსი.

ყოფილმა მინისტრმა გაიხსენა, რომ დონეცკის ცენტრში კაფე "სეპარის" გვერდით არსებულ რესტორან "პუშკინში" მანამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, თუმცა ეს ცნობა არ გაუმჟღავნებიათ, რადგან მთელი რიგი ღონისძიებები ტარდებოდა ქსელის დასადგენად და გამოსააშკარავებლად.

პინჩუკის სიტყვებით, უკრაინამ დონბასელი სდეპარატისტების ლიდერების ფიზიკური განადგურებისთვის სპეციალური ძალები შექმნა, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება და მათ ამერიკაა კურირებს.