ამერიკის შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში აშენებს "საჰაერო ფარს" რუსეთის წინააღმდეგ. აშშ ატარებს საავიაციო წვრთნებს თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად, აახლებს ავიაბაზებს და ამოწმებს სწრაფი განლაგების აეროდრომებს.
სამხედრო სწავლებაში ერთვება 19 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე. კერძოდ, მონაწილეობას მიიღებენ ბელგია, დანია, ხორვატია, კანადა, ლიეტუვა, ლატვია, ეტონეთი, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, შვედეთი, ჩეხეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
ამოქმედებულია 36 თვითმფრინავი, მათ შორის, ამერიკული ბენზინგასამართი ტანკერი KC-135 და სტრატეგიული ბომბდამშენები B-1 და B-52, გერმანული ავიაგამანადგურებელი Eurofighter Typhoon და Tornado და ასევე ჩეხური ავიაგამანადგურებელი JAS-39 Gripen. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 850 ჩეხი სამხედრო და 200-მდე უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები. 2018 წლის წვრთნებზე დაიხარჯება 1.13 მლრდ დოლარი.
ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მეთაურის, ტოდ უოლტერსის თქმით, 2017 წლიდან ამერიკის საჰაერო ძალებმა გაასამმაგა "შეკავების ევროპული ინიციატივის" დაფიანსება, რაც გულისხმობს რუსეთის მხრიდან წამოსული აგრესიის შესაკავებლად გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსებას, რათა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა შეძლონ პოზიციების განმტკიცება.
უოლტერსის თქმით, გამოყოფილი ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი იხარჯება შეიარაღების განახლებაზე.
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა არაერთი სამხედრო დანაყოფი განალაგეს აღმოსავლეთ ევროპაში. მაგალითად პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ეტონეთში განლაგებულია ოთხი სამხედრო ბატალიონი, რომელთა მთავარი ამოცანაა ომის დაწყების შემთხვევაში რუსული სამხედრო ძალების მაქსიმალურად შეკავება ნატო-ს ძირითადი სამხედრო დანაყოფების მოსვლამდე.
ბი-ბი-სის ცნობით, ამჟამად ევროპაში განლაგებული სამხედრო დანაყოფების ერთერთი უმთავრესი ამოცანა იქნება ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ზურგის სამხედრო მანქანების მექანიზმების ამოქმედება.