105 წლის იაპონელი ექიმი: “გოგონებო, კმარა დიეტები და ძილი!” იმისათვის, რომ დიდხანს იცოცხლოთ…

105 წლის იაპონელი ექიმი: “გოგონებო, კმარა დიეტები და ძილი!” იმისათვის, რომ დიდხანს იცოცხლოთ…

აღმოსავლეთი – სიბრძნის უდიდესი წყაროა. მე ყოველთვის პატივს ვცემდი იაპონიას და მის მოსახლეობას, მაგრამ შიგეაკი ჰინოჰარამ უბრალოდ გამაოგნა. მან ბედნიერად იცოცხლა 105 წელი და ბოლო დღემდე მუშაობდა კლინიკაში. ასეთი ბრძენი ადამიანი კარგა ხანია არ გამოჩენილა და, დიდი ალბათობით, არც გამოჩნდება ახლო მომავალში.

მისი ბედნიერი ცხოვრებისთვის საჭირო რეკომენდაციები სავსეა სიმსუბუქით, სიმარტივით და უსაზღვრო გულმოწყალებით. გაეცანით ექიმ ჰინოჰარას ცხოვრებისეულ რჩევებს, აღფრთოვანდით და შეიმეცნეთ.

ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო

იმხიარულეთ!

სიხარულის განცდას მოაქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე ძილს და საკვებს. აი, რას წერს ამის შესახებ ექიმი ჰინოჰარა: “ადამიანი ენერგიას იღებს არა საკვებისა ან ძილისგან, არამედ მხიარულებისგან. გახსოვთ, ბავშვობაში როცა ვერთობოდით, გვავიწყდებოდა ჭამა და ძილიც არ გვინდოდა? დიდებშიც იგივე ხდება. არაა საჭირო სხეულის გასავათება კვების ზედმეტად მკაცრი რეჟიმითა და ძილით”

იკვებეთ სწორად!

ექიმის დღეგრძელობის საიდუმლო საკვების ზომიერ მიღებაშია. ფინჯანი ყავა, რძე ან ფორთოხლის წვენი ზეითუნის ზეთით – სულ ესაა საჭირო საუზმისთვის. სადილი შეგიძლიათ საერთოდ გამოტოვოთ, ან შეამციროთ მინიმუმამდე. თუ თქვენ სასარგებლო საქმით ხართ დაკავებული, საჭმელი არ გჭირდებათ. ვახშამზე შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეული, თევზი ბრინჯით. ხორცის მიღება უნდა შეზღუდოთ, 100 გრ კვირაში ორჯერ სავსებით საკმარისია.

დაისახეთ გეგმები წინასწარ

გააკეთეთ ჩანაწერები მომავლისთვის. ფიქრები მატერიალურია – როდესაც ფიქრობთ მომავალზე, აღარ გრჩებათ დრო წარსულზე ფიქრისა და დარდისთვის.

გაავრცელეთ ცოდნა

შიგეაკი ჰინოჰარა წელიწადში მინიმუმ 150 ლექციას კითხულობდა. თითოს ხანგრძლივობა გახლდათ საათნახევარი და მთელი ეს დრო იგი ფეხზე იდგა.

ექიმებს არ შეუძლიათ ყველაფრის განკურნება!

“როდესაც ექიმი გირჩევთ ჩააბაროთ ანალიზები, ან გაიკეთოთ ოპერაცია, ჰკითხეთ მას: ურჩევდა თუ არა იგი იმავეს საკუთარ შვილებს, ცოლს, ან სხვა ნათესავებს.”

ექიმის ამ მოთხოვნას ძლიერი ქვეტექსტი აქვს. კომერციული მედიცინა უკვე აღარ არის პანაცეა. რისთვის სჭირდება ადამიანს ზედმეტი წვალება, თუ მედიცინას არ შეუძლია მისი განკურნება? ზოგჯერ საყვარელი მუსიკა, ან შინაური ცხოველი უკეთესად გვეხმარება, ვიდრე გამოცდილი ექიმი.

ნუ შეიცოდებთ თავს!

სულაც არაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიშები აკეთოთ სპორტულ დარბაზში. ფეხით სიარული, ველოსიპედი, კიბე ლიფტის მაგივრად – სულ არაფერს ნამდვილად ჯობია. დივანი – თქვენი დაუძინებელი მტერია, დასვენება აქტიური უნდა იყოს. 105 წლის ასაკში ჰინოჰარა ორ საფეხურს ერთად ადიოდა, ამით იგი კუნთებს ავარჯიშებდა.

იკითხეთ!

იპოვეთ წიგნი თქვენი შთაგონებისთვის. დაე, ის დაგეხმაროთ თქვენი ცხოვრების მიზნის პოვნაში. ექიმი გვირჩევს რობერტ ბრაუნინგის “აბატ ფოგლერს”: “საჭიროა, დაისახოთ დიდი მიზანი ხელოვნებასა და ცხოვრებაში. თუ გადაწყვიტეთ, დახატოთ წრე, ის უნდა იყოს
იმხელა, რომ მთელი ცხოვრება ვერ დაასრულოთ. ჩვენთვის ხილული იქნება ამ წრის მხოლოდ ნაწილი – რკალი, დანარჩენი კი ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების მიღმაა.”

ტკივილი – არაა განაჩენი!

თანამედროვე კლინიკებში უნდა იყოს მეტი ხალისი: მუსიკა, ცეკვა, ცხოველები. მხატვრული თერაპია შველის წამლებზე მეტად. გადაიტანეთ ყურადღება ტკივილიდან სხვა გაცილებით საინტერესო რამეზე, მაშინვე დაივიწყებთ მას.

გადააფასე ღირებულებები

მატერიალური კეთილდღეობის დევნაში ადამიანს ავიწყდება მთავარი – სიყვარული, მზრუნველობა, გულმოწყალება. ამასთან დაკავშრებით ექიმი ბრძანებს: “გახსოვდეთ: არავინ იცის, როდის დადგება მისი დრო. ამ ყველაფერს თან ვერ წაიღებთ.”

მეცნიერება, როგორც ხელოვნება

მეცნიერული ფორმულებითა და ბრძნული ფრაზებით ადამიანს ვერ დაეხმარებით. დაავადებები მჭიდრო კავშირშია ადამიანის სულთან. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მიდგომა ყველასთან ინდივიდუალირი უნდა იყოს.

იყავით მზად მოულოდნელობებისთვის

ჩვენ სხეულს შეუძლია მოიმოქმედოს საოცრებები. ექიმმა გვიამბო დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ჩავარდა ტყვედ. ამ დროს იგი მხოლოდ საკუთარ ძალების იმედად იყო. საკუთარი სხეულის სიყვარული და პატივისცემა დაგეხმარებათ ნებისმიერი ფიზიკური განსაცდელის გადალახვაში.

იპოვეთ მასწავლებელი

იპოვეთ მისაბაძი პიროვნება. მთელი ძალით ეცადეთ მასზე უკეთესი გახდეთ. ჰინოჰარას გმირი თავისი მამა გახლდათ: “როდესაც მე მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდები ხოლმე, მე ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ მოიქცეოდნენ ეს ადამიანები ჩემ ადგილას.”

დღეგრძელობა – ეს მშვენიერია!

დატკბით სიცოცხლით, ყოველი წუთითა და წამით. დაე, დღევანდელი დღე იყოს გუშინდელზე უკეთესი! გახსოვდეთ სხვები, 60 წლის შემდეგ დაეხმარეთ ყველას შეძლებისდაგვარად. ნუ მოითხოვთ სამაგიეროს. თქვენ რომ ცოცხალი ხართ, ეს არის უდიდესი საფასური.

ექიმი შიგეაკი ჰინოჰარა გარდაიცვალა 2017 წლის 18 ივლისს. სიკვდილამდე იგი რჩებოდა ტოკიოს წმინდა ლუკას საერთაშორისო კლინიკის პრეზიდენტად და აგრძელებდა პაციენტების მიღებას. მისი დღიური გაწერილი იყო 5 თვით ადრე. იგი გახლდათ 105 წლის. უდიდესი ადამიანი!

გაუზიარეთ მეგობრებს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო, გააცანით მათ ეს სტატია!