ახალგაზრდა ანგელა მერკელმა ღამე მცხეთის მილიციაში გაათია? - ფეხბურთზე, მზარეულობასა და მებაღეობაზე შეყვარებული კანცლერი

ახალგაზრდა ანგელა მერკელმა ღამე მცხეთის მილიციაში გაათია? - ფეხბურთზე, მზარეულობასა და მებაღეობაზე შეყვარებული კანცლერი

2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გერ­მა­ნი­ა­ში გა­მარ­თულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ან­გე­ლა მერ­კე­ლის პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად, 63 წლის მერ­კე­ლი, 12 - წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი უკვე მე­ო­თხე ვა­დით გახ­და.

ან­გე­ლა დო­რო­თეა მერ­კე­ლი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი პო­ლი­ტი­კო­სია. მისი ბი­ოგ­რა­ფია ჰამ­ბურ­გი­დან იწყე­ბა, სა­დაც მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კო­სი 1954 წლის 17 ივ­ლისს მას­წავ­ლებ­ლი­სა და ბერ­ლინ-ბრან­დერ­ბურ­გის ლუ­თე­რა­ნუ­ლის ეკ­ლე­სი­ის მღვდლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

ცოტა ხან­ში მერ­კე­ლის ოჯა­ხი ჯერ გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში, შემ­დეგ კი, ქა­ლაქ ტემპლინ­ში გა­და­ვი­და. მა­ლე­ვე ან­გე­ლას და - ირე­ნე და ძმა - მარ­კუ­სი ეყო­ლა.

ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე ბავ­შვო­ბი­დან გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. ან­გე­ლას თქმით, სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად რუ­სულ­სა და მა­თე­მა­ტი­კას სწავ­ლობ­და, სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ა­ბა­რა წარ­მა­ტე­ბით გა­მოც­დე­ბი 1973 წელს.

ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მერ­კელ­მა გა­და­წყვი­ტა სწავ­ლა ლა­იფ­ცი­გის კარლ მარ­ქის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, სა­დაც ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. ამ პე­რი­ო­დი­დან გო­გო­ნა აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში

ან­გე­ლა მერ­კე­ლი პირ­ვე­ლი გერ­მა­ნე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბით და­ი­კა­ვა კან­ცლე­რის პოს­ტი. მე­დი­ა­ში წე­რენ იმა­საც, რომ მერ­კე­ლი იმ დროს ყვე­ლა­ზე ახალ­გარზდა კან­ცლე­რი იყო.

პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა 1989 წელს "დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ა­ში" მუ­შა­ო­ბით და­ი­წყო. ერთი წლის შემ­დეგ მერ­კე­ლი ვოლ­ფგანგ შნუ­რის პარ­ტი­ა­ში რე­ფე­რენ­ტად იწყებს მუ­შა­ო­ბას, ცოტა ხან­ში კი პარ­ტი­ის პრესს­პი­კე­რი ხდე­ბა.

1990 წლის ბოლო ის ბუნ­დეს­ტა­გის დე­პუ­ტა­ტი გახ­და. ერთი წლის შემ­დეგ კი, თა­ვი­სი კა­რი­ე­რა "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­ულ კავ­შირს" და­უ­კავ­ში­რა. 2005 წელს ის გერ­მა­ნი­ის პირ­ვე­ლი ქალი კან­ცლე­რი გახ­და.

ჟურ­ნალ "ფორბსმა" მერ­კე­ლი რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­სა­ხე­ლა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქალ პო­ლი­ტი­კო­სად. მას ახალ "რკი­ნის ლე­დიდ" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

არა­პო­ლი­ტი­კო­სი მერ­კე­ლი

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს უყ­ვარს ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სი­ა­მოვ­ნე­ბით აცხობს ღვე­ზელს და ამ­ბობს, რომ მისი სახ­ლი­დან არ­ცერ­თი სტუ­მა­რი მში­ე­რი არას­დროს წა­სუ­ლა. მისი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი­დან მო­წო­ნე­ბას ხში­რად იმ­სა­ხუ­რებს კარ­ტო­ფი­ლის სუპი და ქლი­ა­ვის ტორ­ტი. რო­გორც ერთხელ მერ­კელ­მა ნი­გე­რი­ის ყო­ფილ პრე­ზიდ­ნეტს უთხრა, ყო­ველ დი­ლით მე­უღ­ლის­თვის სა­უზ­მეს თა­ვად ამ­ზა­დებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ან­გე­ლა მერ­კე­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბას, პირ­ვე­ლი ქმარი ულ­რიხ მერ­კე­ლი მე­სა­მე კურ­სზე გა­იც­ნო, ყმაწ­ვი­ლიც ფი­ზი­კას სწავ­ლობ­და. ერთი წლის შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ და ან­გე­ლა ქმრის გვარ­ზე გა­და­ვი­და. 1981 წელს წყვი­ლი და­შორ­და, ერთი წლის შემ­დეგ კი ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­წყდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მერ­კელ­მა ყო­ფილ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ასე და­ა­ხა­სი­ა­თა: "ჩვენ დავ­ქორ­წინ­დით იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ქორ­წინ­დე­ბო­და. დღეს ეს ცოტა სუ­ლე­ლუ­რად ჟღერს, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბას არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ვე­კი­დე, რო­გორც ჩანს, შევ­ცდი".

მე­ო­რე ქმა­რი - იო­ა­კიმ ზა­უ­ე­რი ქი­მი­კო­სია. მას­თან შეხ­ვედ­რე­ბი ან­გე­ლამ 1984 წლი­დან და­ი­წყო, 1998 წლის 39 დე­კემ­ბერს ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ. პრო­ფე­სო­რი ზა­უ­ე­რი ცო­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას არ და­ეს­წრო, რად­გა­ნაც არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. წყვილს უყ­ვარს ოპე­რა­ში და ლაშ­ქრო­ბა­ში სი­ა­რუ­ლი. იო­ა­კიმ ზა­უ­ერს ოპე­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გამო, გერ­მა­ნულ­მა მე­დი­ამ "ოპე­რის მოჩ­ვე­ნე­ბა" შე­არ­ქვა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა