ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლის და სიმინდის შემოტანა ან გატანა მხოლოდ საზღვაო ან სარკინიგზო ტრანსპორტით არის დასაშვები. ცალკეულ შემთხვევებში კი შემოსავლების სამსახურის ნებართვით, ხორბლის შემოტანა და გატანა შესაძლებელია, სხვა ტიპის ტრანსპორტითაც განხორციელდეს. ბრძანება ძალაში 15 სექტემბრიდან შედის.
მანამდე კი ადგილობრივ ბაზარზე გაჩნდა პროდუქტებზე, მათ შორის პურზე ფასის მატების მოლოდინი, რაც ერთის მხრივ, ფქვილის 37 ლარის 44 ლარამდე გაძვირების და მეორეს მხრივ "ყაზტრანსგაზის" მიერ კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივ აირზე ფასის მომაების შედეგია - ტარიფი 77 თეთრიდან 85-მდე გაიზარდა.
იმპორტიორები მიღებულ გადაწყვეტილებას ბიზნესზე ზეწოლად აფასებენ და ფინანსთა მინისტრთან კითხვები აქვთ - რატომ და რის საფუძველზე მიიღო მაჭავარიანმა ეს გადაწყვეტილება. ისინი პურპდროდუქტებზე ფასების მატებას პროგნოზირებენ, კომპანიებში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი კი უმუშევარი დარჩება.
"ძალიან დიდი განსხვავებაა ღირებულებაში, სატრანსპორტო ხარჯები, გემით და რკინიგზით შემოტანასა და ავტოტრანსპორტით შემოტანას შორის. რა თქმა უნდა ეს გაძვირებას გამოიწვევს ხრბლის. დღეს საშუალოდ ჯდება 40 დოლარი ერთი ტონა ტვირთის შემოტანა, ხოლო აქ თუ გემი და რკინიგზა ჩაერთო, ეს გამოიწვევს მინიმუმ 30 დოლარით ფასის მატებას." - აცხადებს იმპორტიორი გიორგი ჯოჯიშვილი
მთავრობის გადაწყვეტილების გაპროტესტებას კომპანიებში დასაქმებული მძღოლები გეგმავენ. იმ შემთხვევაში, თუ ბრძანება ძალაში დარჩება, ისინი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
ფინანსთა მინისტრი ამ გადაწყვეტილებას აფასებენ "ლეიბორისტები", გიორგი გუგავა ამბობს, რომ"მინიტრამ ამ გადაწყვეტილებით მთლიანად ეს ბიზნესი ხელში ჩაუგდო ივანიშვილის საყვარელ დედიაშვილს უჩა მამაცაშვილს და ბოტასების ქურდ, ბატონ ფარცხალაძეს კომპანია აგრიკომის დახმარებით. ტვირთები გადავა ფოთის ტერმინალზე, რომელსაც სწორედ ეს მაფიოზური ჯგუდები აკონტროლებენ" - ამბობს გუგავა.
კომპანია აგრიკომი ამ ბიზნესში ერთ-ერთი მონოპოლისტია. კომპანიას ფოთში საზღვაო მარცვლეულის ტერმინალიც აქვს