შეიძლება არსებობს რაღაც ფარული ქართულ-აფხაზური დიალოგი რომელსაც სჭირდება გახმაურება

შეიძლება არსებობს რაღაც ფარული ქართულ-აფხაზური დიალოგი რომელსაც სჭირდება გახმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, სერგეი შამბა სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დაწყებაზე ალაპარაკდა. მისი განცხადებით, ქართველებს მტრად არ მიიჩნებს და ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოში მეგობრებიც ჰყავს, - ამის შესახებ შამბამ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ საუბრისას განაცხადა. 

რამდენად რეალურია დიალოგის წარმართვა და ამ შემთხვევაში რა შედეგის დადგომას უნდა ველოდოთ, „რეზონანსი“ თანასწორობის და შერიგების საკითხებში ყოფილ სამხედრო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ დიალოგის წარმართვა აუცილებელი პროცესია და ქართულმა საზოგადოებამ იგი უნდა მიიღოს.

„დიალოგი შესაძლებელი არის და ამავე დროს, აუცილებელიც. შამბა არის ის ადამიანი, რომელიც უფლებამოსილია ასეთი განცხადებები გააკეთოს. მიუხედავა იმისა, რომ შამბა ყველაზე გამოცდილი პოლიტოიკოსია აფხაზეთის ტერიტორიაზე, დღეს მისი პოლიტიკური სტატუსი არის ყველაზე დაბალი, რაც კი მას ჰქონია ოდესმე. 

„დღეს შამბა არის პარლამენტის რიგითი წევრი. იგი პარლამენტის სახელითაც კი არ ლაპარაკობს. შესაძლოა ის რაღაცა დიდი სისტემის, დიდი პოლიტიკოსის ნაკლს აღიარებდეს.

„გამიხარდება, თუ შამბას განცხადება არ არის მისი კერძო განცხადება, არამედ ამით გარკვეული პოლიტიკის ნაწილის რეალიზაციას ახდენს. ქართულმა საზოგადოებამ სრული იგნორირებასა და აბსოლიტურ ეიფორიას შორის რაღაც შუალედი უნდა მოვნახოთ,“ - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისი განცხადებით, აღნიშნული შემოთავაზება შესაძლოა სამ ძირითადად ვარიანტად დავყოთ; პირველ ვარიანტის მიხედვით შესაძლოა, რომ „ქართულ-აფხაზური დიალოგის ფარული ფორმატი“ არსებობდეს.

„შეიძლება სამი ვარიანტის არსებობა დავუშვათ; პირველი ვარიანტი და ჩემთვის ყველაზე მისაღებია, თუ იარსებებდა რაღაც ქართულ-აფხაზური დიალოგის ფარული ფორმატი, რომელსაც სჭირდება რეალიზაცია, გახმაურება და გაჟღერება. ამ შემთხვევაში შამბა ამ პროცესებს აჩერებს, რათა მიიღოს ქართული მხარიდან დადებითი შეფასება,“ - განაცხადა მან.

ზაქარეიშვილი მეორე ვარიანტით „აფხაზურ-რუსული პოლიტიკას“ უსვამს ხაზს, სადაც შამბა რუსეთის პოზიციას აჟღერებს. 

„მეორე ვარიანტი ნაკლებად მისაღებია ჩემთვის, მაგრამ რეალური არის ის. ფაქტია, რომ შამბა არის ყველაზე პრორუსული პოლიტიკოსი მთელს აფხაზეთში. იგი ყველაზე რადიკალურ ფრთას წარმოადგენს პრორუს პოლიტიკოსებს შორის. აფხაზი ნაციონალისტები მას აკრიტიკებენ და ხშირად დაუნდობლადაც კი.

„არ გამოვრიცხავ მეორე ვარიანტს, რომ შამბა რუსეთის დავალებით და რუსეთის კონტექსტიდან გამომდინარე, აჟღერებდეს პოზიციას, რომელიც წინასწარ ქართულ მხარესთან ან შეთანხმებულია, ან არა. პირველ შემთხვევაში მე ვთქვი ქართულ-აფხაზური პოლიტიკის ნაწილი, მეორე შემთხვევაში უკვე ვლაპარაკობ აფხაზურ-რუსული პოლიტიკის ნაწილზე,“ - აცხადებს ზაქარეიშვილი.

მესამე ვარიანტის მიხედვით კი, შესაძლოა შამბა უბრალოდ საკუთარ პოზიციას აფიქსირებდეს და ცდილობდეს ინდივიდუალური დიალოგის წარმართვას, რაც, ზაქარეიშვილის განცხადებით, ყველაზე ირეალურია. 

„მესამე ვარიანტად რჩება შამბას პირადი მოსაზრება, მაგრამ ყველაზე ნაკლებად რეალური. რაც შეეხება შამბას სიყვარულსა და პატივისცემას ქართველების მიმართ, იგი ამას არასდროს მალავდა. სააკაშვილის დროს თბილისში ჩამოსულმა ქართველებზე კარგადაც ისაუბრა. ხაზი გაუსვა, რომ ქართველებს ყოველთვის  პატივს სცემდა და მტრად არ აღიქვამდა. ჩვენს მიმართ მას ყოველთვის ჰქონდა სიმპათიები, მაგრამ ქართული პოლიტიკის მიმართ ასე არ იყო.

„დაილოგმა შესაძლოა ან გამოიღოს შედეგი, ან არა. 25 წელიწადია ჩვენ ვაკვირდებით, ქართულ-აფხაზურ დონეზე დიალოგები იწყებოდა და მათ შორის ხშირ შემთხვევაში შამბას მონაწილეობით, მაგრამ ეს დიალოგები ჩიხში შედიოდა. დავეთანხმები შამბას, ხშირად ქართული მხარის გამო ვერ ხდებოდა დიალოგის წარმართვა, თუმცა, არ არის მართალი, რომ ქართველები ყოველთვის უარს ამბობდნენ, რადგან არანაკლებ ხშირად ამბობდნენ აფხაზები უარს დიალოგზე თავად შამბას პირით,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.