"მას არაფერი უნდა, განსაკუთრებით ძალაუფლება" - რას წერდა სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ თავის წიგნში

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის და­სა­ხე­ლე­ბას არ ჩქა­რობს, თუმ­ცა, პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­შიც უკვე აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ, რომ მმარ­თვე­ლი ძალა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ ნა­ბი­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ა­კე­თებს. სწო­რედ მა­შინ ისა­უბ­რებს პარ­ლა­მენ­ტა­რი იმა­ზე, აპი­რებს თუ არა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭისყრას და და­უ­ჭერს თუ არა მას მხარს მმარ­თვე­ლი პარ­ტია.

იქამ­დე კი ზუ­რა­ბიშ­ვილს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­წერ­ლო წარ­სუ­ლი გა­უხ­სე­ნეს. რო­გორც მისი მოგ­ვა­რე "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან" და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 2009 წელს საფ­რან­გეთ­ში გა­მოს­ცა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ფრან­გულ ენა­ზე და­წე­რი­ლი წიგ­ნი "La tragédie géorgienne, 2003-2008" (სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­გე­დია 2003-2008), რო­მელ­შიც ერთ-ერთი თავი მა­შინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ოლი­გარ­ქებს მი­უ­ძღვნა.

წიგ­ნის მე­ა­თე თავს ჰქვია "Les oligarques géorgiens" (ქარ­თვე­ლი ოლი­გარ­ქე­ბი), რო­მე­ლიც სამ ქვე­თა­ვად იყო­ფა - პირ­ვე­ლი ეძღვნე­ბა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს, მე­ო­რე კახა ბენ­დუ­ქი­ძეს, ხოლო მე­სა­მე ქვე­თა­ვი სა­თა­უ­რით - "Bidzina Ivanichvili, l’oligarque caché" ანუ "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - უჩი­ნა­რი ოლი­გარ­ქი", "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს.

ჩვენ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მეშ­ვე­ო­ბით მო­ვი­ძი­ეთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი და გთა­ვა­ზობთ იმ ქვე­თა­ვის თარ­გმანს, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წერს:

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ფა­რუ­ლი ოლი­გარ­ქი

მე­სა­მე ოლი­გარ­ქი გან­სხვავ­დე­ბა პირ­ვე­ლი ორი ოლი­გარ­ქის­გან. მა­შინ, რო­დე­საც ბენ­დუ­ქი­ძე უხე­შია და არ ერი­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას, ივა­ნიშ­ვი­ლი უსი­ტყვოა. მისი ხმა არა­ვის გა­უ­გია, ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ ჩნდე­ბა, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებს არ ატა­რებს. მო­სახ­ლე­ო­ბას მისი ერთი-ორი სუ­რა­თი თუ ექ­ნე­ბა ნა­ნა­ხი. თუ პა­ტარ­კა­ციშ­ვილს უხა­რო­და პა­ტი­ვის­ცე­მა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა, ივა­ნიშ­ვილს არა­ფე­რი უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით ძა­ლა­უფ­ლე­ბა. თით­ქოს მან კარ­გად გა­ი­აზ­რა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის, ბე­რე­ზოვ­სკის და ხო­დორ­კოვ­სკის გაკ­ვე­თი­ლი... მას სურს მშვი­დად ცხოვ­რე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნა, რათა არ მო­უ­წი­ოს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა.

რო­გორც ოლი­გარ­ქს, მას ურ­ჩევ­ნია ფა­რუ­ლად იცხოვ­როს და არა­ფერ­ში ჩა­ე­რი­ოს. მისი საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­ში არა­სო­დეს იწ­ვევ­და შეშ­ფო­თე­ბას. ის მი­ი­ღეს რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე მოს­კოვ­ში. ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და კულ­ტუ­რის სფე­რო­თი, გა­აზ­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ით - „და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ კულ­ტუ­რით და არა პო­ლი­ტი­კით“, მაგ­რამ ეს ნე­იტ­რა­ლო­ბა შე­საძ­ლოა საკ­მა­რი­სი არ იყოს. ნელ-ნელა, გან­სა­კუთ­რე­ბით 2008 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლი სულ უფრო და უფრო "იბეგ­რე­ბო­და" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. თუკი მან შეძ­ლო სი­წყნა­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ეს სი­ჩუ­მი­სა და თავ­და­ჭე­რი­ლო­ბის ფა­სად მოხ­და. ცოტა რამ არის მას­ზე ცნო­ბი­ლი, გარ­და იმ სი­კე­თის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­სა, რო­მე­ლიც მან სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სად­მი გა­მო­ა­ჩი­ნა.

ამ­ბო­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოლი­გარ­ქს შო­რის ჩუმი გა­რი­გე­ბა სა­თუო გახ­დე­ბა; რომ ის არ შე­ე­გუ­ე­ბა იმ სულ უფრო და უფრო მზარდ მო­თხოვ­ნებს, რომ­ლებ­საც მას უყე­ნე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მას 2 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი მოს­თხო­ვა 2009 წლის და­სა­წყის­ში, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ნაც­ვლოდ ჭი­ა­თუ­რას მა­ღა­რო მო­ი­თხო­ვა და რომ მას უარი უთხრეს, რის შემ­დე­გაც ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი ეს ჭო­რე­ბია. მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ერთი კი­თხვა რჩე­ბა: ეს ეხე­ბა მის ად­გილს მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის. ეს კი­თხვა ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია ბენ­დუ­ქი­ძეს­თვი­საც. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში, სა­დაც ბიზ­ნე­სი სრუ­ლად სა­ხელ­მწი­ფოს კონ­ტრო­ლის ქვე­შაა, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ოლი­გარ­ქე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბას იღე­ბენ მა­შინ, რო­დე­საც სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­რო­ბას­თან? ეს მა­შინ, რო­დე­საც ორი ქვე­ყა­ნა ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­წყვე­ტი­ლია. ორი­დან ერ­თია: ან პუ­ტი­ნი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბე­ბი არ არი­ან ისე­თი მტრე­ბი, რო­გორც ამის წარ­მო­ჩე­ნა სურთ, ან ეს ოლი­გარ­ქე­ბი კი­დევ უფრო ორაზ­როვ­ნე­ბი არი­ან, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია" - წერ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვის წიგნ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად წიგ­ნის ში­ნა­არსს, რო­გორც მისი სა­თა­უ­რი­და­ნაც ჩანს, ის ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ პე­რი­ოდს, აგ­ვის­ტოს ომამ­დე პე­რი­ოდს და ომს, რუ­სეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და სხვა პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებს ეხე­ბა, რო­მელ­თაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი თვალ­საზ­რი­სით გად­მოს­ცემს.

თარ­გმნა: კახა დგე­ბუ­ა­ძემ